შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ნებიერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1978წწ. იყო 29-ე პოლიკლინიკის უბნის პედიატრი; 1978-1987წწ. ბავშვთა ინფექციურ-კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-რეანიმატოლოგი, 1987-1994წწ. ექიმი-ორდინატორი, 1994 წლიდან განყოფილების გამგე, 1990 წლიდან ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის პედაგოგი. ავტორია 11 საამეცნიერო ნაშრომისა ბავშვთა ინფექციოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. ბავშვთა ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კალიკრეინ-კინინური სისტემის მაჩვენებლების დინამიკა მწვავე ნაწლავური და რესპირატორული ინფექციებით დაავადებულ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.221 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |