| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ნემსაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1992 წელს. 1992-1993წწ. იყო თბილისის მე-9 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ინტერნი; 1994 წლიდან სამედიცინო აკადემიის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ამავე ინსტიტუტის ფასიანი ფაკულტეტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი და თბილისის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ქირურგიულ-სტომატოლოგიური კათედრის ასისტენტი. ავტორია 9 სამეცნიერო ნაშრომისა, აქვს ერთი საავტორო მოწმობა გამოგონებასა და პატენტზე. ყბა-სახსრის ქირურგი, სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰელიუმ-ნეონის ლაზერის გამოყენება ფერად ანტისეპტიკებთან ერთად ყბა-სახის მიდამოს ჩირქოვან-ანთებითი პროცესების კომპლექსურ მკურნალობაში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.222
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

