The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მედეა ნემსაძე

Date of birth:31 March, 1931  (94 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1958წწ. იყო ბორჯომის პროფკავშირების სანატორიუმების ექიმი-თერაპევტი; 1960-1998წწ. ჯანმრთელობის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის კოაგულოლოგიურ ლაბორატორიაში, 1998 წლიდან გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის კოაგულოლოგიური  ლაბორატორიის  ხელმძღვანელი. ავტორია 72 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კოაგულოლოგიურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია: "კოაგულოპათიური თრომბოციტოპენიური სინდრომი ვერლჰოფის დაავადების დროს",("საბჭოთა მედიცინა", 1977), "თრომბოჰემორაგიული სინდრომი(ეტიოლოგია, პათოგენეზი, დიაგნოსტიკა, კლინიკა, პროფილაქტიკა, მკურნალობა)". კოაგულოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები კოაგულოპათიური თრომბოციტოპენიური სინდრომის შესწავლისათვის  ვერლჰოფის დაავადებისა და სხვა თრომბოციტოპენიური მდგომარეობის დროს", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.222


Share: