The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ნიკოლაევა

დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1943წწ. იყო თბილისის კალინინის რაიონის სახ. რაიონული ჯანგანის ექიმი-ლაბორანტი; 1943-1945წწ. მე-18 მოქმედი სადესანტო არმიის სსეპ-4 гонэпу-ს ექიმი-ორდინატორი; 1946 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომისა. 1980 წელს დოცენტ დათეშიძესთან ერთად გამოაქვეყნა სტუდენტთა დამოუკიდებელი პრაქტიკულ მუშაობისათვის დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო ფიზიოლოგიაში. ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი,დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის სეკრეციული მოქმედების მექანიზმის შესახებ  მედიკამენტური ძილის დროს", დაიცვა 1960 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.223

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • 1976 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1949 - მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1944 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

გააზიარე: