Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მეგი ნიკოლაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1977წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფიზკულტურისა და საექიმო კონტროლის კათედრაზე; 1977-1979წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ჰიპერტონიის და რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1979 წელს რეაბილიტაციის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წელს ხელმძღვანელობდა გულ-სისხლძარღვთა დაავადების ფიზიკური და არატრადიციული მეთოდებით მკურნალობის ჯგუფს, 1996 წლიდან სამკურნალო ფიზკულტურის ექიმი-მეთოდისტი. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომისა მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულთა ფიზიკური რეაბილიტაციის შესახებ. სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს მეთოდისტებისა და მასაჟისტების მუშაობას. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. სამკურნალო ფიზკულტურის ექიმი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამკურნალო ფიზკულტურის სხვადასხვა ფორმებისა და მასთან შერწყმული ველოწვრთნის შედარებითი შეფასება მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულთა რეაბილიტაციის სტაციონარულ ეტაპზე", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.223 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |