შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტი 1931 წელს. 1931 წლიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტში; 1938 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე; მისი სამეცნიერო შრომები ეხება სამშენებლო კონსტრუქციების გაანგარიშებისა და დაპროექტების საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ინჟინერი სამშენებლო კონსტრუქციების დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.474 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |