შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ნიკოლაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975–1976წწ. მუშაობდა რესპუბლიკური ცენტრალური საავადმყოფოს ნერვულ განყოფილებაში; 1976–1978წწ. იყო ნევროლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1978–1986წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის ეპილეფსიის დიაგნოსტიკის, კლინიკა-ელექტროფიზიოლოგიის და მკურნალობის საკითხებზე. ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტრაციის თემა - "ეპილეფსიური და არაეპილეფსიური პაროქსიზმების დიფერენციალურ-დიაგნოსტიკური კრიტერიუმები", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.224 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |