The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ ნონიკაშვილი

ზაურ ნონიკაშვილი
Date of birth:22 May, 1962  (62 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1986–1990წწ. იყო კასპის რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1990–1991წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა განყოფილების ქირურგი; 1992 წლიდან თბილისის საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების რეკონსტრუქციულ–პლასტიკური მიკროქირურგიის განყოფილების ქირურგი; 1993 წლიდან თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის კლინიკის ქირურგი, კათედრის ასისტენტი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის ერთი მეთოდური რეკომენდაცია. სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კლინიკა "კარაბადინის" ანგიომიკროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კიდურების მაგისტრალურ სისხლძარღვთა ტრავმული დაზიანებები", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.225; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.67

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

Share: