შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ობგაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანანური, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1970–1972წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის შინაგან ჯარში სამედიცინო პუნქტის უფროსად; 1972 წლიდან ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ექიმ–ლაბორანტად; 1991–1995წწ. ამავე ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიისა და ორთოპედიის კათედრის ასისტენტად. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის და ორი რაციონალიზატორული წინადადების. ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახსახრგარეთა ოპერაციები ბავშვთა ასაკში ბარძაყის თანდაყოლილი ქვემოამოვარდნილობის დროს", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.227 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |