Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1981 წელს (მუსიკის თეორია). 1952-1956წწ. სწავლობდა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელში (საფორტეპიანო, თეორიული); 1961-1991წწ. იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი (თეორიული საგნები), 1990 წლიდან პროფესორი; 1970-1975წწ. იყო უმაღლესი საატესტაციო კომისიის სასწავლო მდივანი მუსიკალური ხელოვნების დარგში; 1989-1992წწ. საექსპერტო კომისიის წევრი; 1991-2006წწ. თბილისის მ. ფანიაშვილის სახელობის მუსიკა-პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი; 1991 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, 2013 წლიდან ემერიტუსი; 1993-2006წწ. საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 2008-2013წწ. თბილისის კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; მისი მოწაფეები იყვნენ: მ. ნადარეიშვილი, ს. კასიანი, ე. წეროძე, მ. ტაბლიაშვილი, ს. ხმიადაშვილი, ნ. ჟვანია, ნ. ტოროშელიძე; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკისმცოდნე, თეორეტიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "О симфоническом стиле А. Хачатуряна", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "А. Хачатурян и музыка Советского Востока (язык, стиль, традиции)", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.38 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |