Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია ოკუჯავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს. 1992–1994წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994–1995წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტტთან არსებული სამეცნიერო სადისერტაციო საბჭოს მდივანი; 1998 წლიდან არის "ტასისის" სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების მენეჯმენტის პროგრამის ექსპერტ-კონსულტანტი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. "იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს" ეგიდით გაიარა საავადმყოფოთა ადმინისტრაციების კურსები იაპონიის "ჯანდაცვის ორგანიზაციის ეროვნულ ინსტიტუტში". კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დილზემის მოქმედების მექანიზმები, ექსპერიმენტული შესწავლა და ამ პრეპარატით მკურნალობის ოპტიმიზაციის ზოგიერთი კლინიკურ ფარმაკოლოგიური ასპექტი", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.228 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |