Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა ოკუჯავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1959წწ. - კურორტ აბასთუმნის სანატორიუმ "ზეკარი"-ს ექიმი-ორდინატორი; 1959-1963წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფტიზიატრიის კათედრის ასპირანტი; 1963-1981წწ. - ამავე კათედრის ასისტენტი; 1981-1995წწ. - დოცენტი; 1995 წლიდან - აღნიშნული კათედრის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 39 სამეცნიერო ნაშრომი ტუპერკულოზის პათოგენეზის, იმუნოგენეზის, კლინიკის, და სოციალური რეაბილიტაციის საკითხებზე. ექიმი-ფტიზიატრ-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997). საკანდიდატო დისერტაციის თემა - ''თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური მდგომარეობა ფილტვის ტუპერკულოზით დაავადებულებში", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტუპერკულოზის პათოგენეზის და იმუნოგენების თანამედროვე ასპექტები და პლაფერონის როლი ფილტვის დესტრუქციული ტუპერკულოზით დაავადებულთა კომპლექსურ მკურნალობაში", დაიცვა 1994 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.358 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |