Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა ოკუჯავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1987-1988წწ. - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილრბის ინტერნი; 1989-1991წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1991-1992წწ. - კათედრის ასისტენტ-სტაჟიორი; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების ცენტრის ხელმძღვანელი; სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; ეპილეპტოლოგიის პრობლემებზე საერთაშორისო და ეროვნულ წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები; თანამშრომლობს უცხოეთის წამყვან ეპილეფსიის ცენტრებთან; რეგულარულად მონაწილეობს მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში; 1998 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის II ხარისხის სტიპენდიანტი. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიის ელექტროფიზიოლოგიურ გამოვლინებათა და მკურნალობის ზოგიერთი თავისებურებები პუბერტაციულ პერიოდში", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბავშვთა და მოზარდთა ეპილეფსია: კლინიკური, ელექტროენცეფალოგრაფიული და თერაპიული ასპექტები", დაიცვა 2002 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.228; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.358 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |