The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან დოლიძე

ვალერიან დოლიძე
Date of birth:14 May, 1914
Date of death:14 April, 1993  (at 78 years)
Category:Actor/Actress, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული სტუდია 1935 წელს.

1931-1935წწ. იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1934-1939წწ. სოხუმის თეატრის მსახიობი; 1940-1959წწ. კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; შესრულებული როლები: რომეო (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ურიელი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ჯემალი (ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ლევანი (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), კრეონი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"); გადაღებული ფილმებში: არჩილი ("მეგობრობა", 1940), პოეტი ("დავით გურამიშვილი", 1946), ბეგლარი ("წუთისოფელი", 1971), ფანცხავა ("გაქცევა გათენებისას", 1975).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.474; georgianencyclopedia.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1959 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია

Share: