შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო ყულოშვილი-კონჭოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხოდაშენი, თელავის მაზრა. დაამთავრა თელავის წმ. ნინოს სასწავლებელი 1892 წელს. იმავე წელს ცოლად გაჰყვა ჰერელ ნიკოლოზ ყულოშვილს და გადასახლდნენ ჰერეთში, კახში. ორი წლის შემდეგ მისი მეუღლე გარდაიცვალა, მაგრამ მან არ დატოვა ჰერეთი და სამუდამოდ დარჩა იქ საცხოვრებლად. 1896 წელს დანიშნეს კახის საეკლესიო-სამრევლო სკოლის საქალებო, პირველდაწყებითი) მასწავლებლად და გამგედ. ასწავლიდა ქართულ ენას, რუსულ ენასა და არითმეტიკას, აგრეთვე ჭრა-კერვას, ქარგვას, ჯეჯიმების ქსოვას ფერადი ძაფებით და ყოველგვარ ხელსაქმეს; იგი დედობრივი მზრუნველობით დასტრიალებდა თავს თითოეულ მოსწავლეს, თავისი ხელით უკერავდა ტანსაცმელს. იგი ამავე დროს თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. მეგობარ ქალებთან ერთად მონაწილეობას იღებდა სარაღნის(თრიმლი) მოჭრა-გახმობაში და აღებულ ფულს სხვადასხვა კულტურულ საქმიანობას ახმარდა, უფრო ხშირად კი ღარიბ ჰერელ სტუდენტებს უგზავნიდა სხვადასხვა ქალაქებში; აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, ხშირად მის სახლში კრებებიც იმართებოდა. ჰერელი ხალხი თავისი ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის ბევრით არის დავალებული სოფიო ყულოშვილისგან, ამის გამო მას სოფიო-დედა შეარქვეს; ჰერელმა ხალხმა იგი თემის კომისრადაც აირჩია და სოფიო პირნათლად ასრულებდა ამ მოვალეობას 1917-1920 წლებში. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.738
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |