შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1961წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1961-1972წწ. გ. ტარსაიძის სახელობის თვალის სნეულებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1972-1988წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი, 1988 წლიდან დოცენტი. ავტორია 62 სამეცნიერო ნაშრომისა გლაუკომის, ბადურის დისტროფიის, თვალის სისხლძარღვთა დაავადებების, ოფთალმოენერგომიკისა და ოფთალმოგერიატრიის პრობლემებზე. ხელმძღვანელობს კლინიკური ორდინატორებისა და სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თვალის სისხლის მიმოქცევის შესწავლა რეოგრაფიული მეთოდით ჰიპერტონული დაავადების, შაქრიანი დიაბეტისა და ბადურის თრომბოჰემორაგიული დაავადებების დროს კარდიოდინამიკასა და ცერებრალური სისხლის მომოქცევასთან კომპლექსში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.229 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |