The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ დოლიძე

ვლადიმერ დოლიძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1932  (93 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის დ. ი. მენდელეევის სახელობის ქიმიურ–ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1956 წელს.

1956-1993წწ. მუშაობდა თბილისის სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება "ანალიზხელსაწყოში"; 1972-1993წწ. იყო ამ გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1981-1993წწ. სსრკ ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს ელექტროქიმიური ხელსაწყოთმშენებლობის მთავარი კონსტრუქტორი; 1994 წლიდან არის სამედიცინო უნუვერსიტეტთან არსებული ექსპერტიზის და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1996 წლიდან ჟურნალ "Georgian Engineering News" დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი; 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა; მიღებული აქვს ასზე მეტი პატენტი და საავტორო მოწმობა გამოგონებებზე; მეცნიერი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის, ხელსაწყოთმშენებლობისა და სენსორების დარგში, pH–მეტრიისა და იონომეტრიის ერთ–ერთი ფუძემდებელი სსრკ–ში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1989).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.475

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, წევრი (2002-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (1996-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმი, წევრ–კორესპოდენტი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1973 - სსრკ სახელმწიფო პრემია, მინის ელექტროდის თეორიისა და მასალების ელეტროდული თვისებების დარში ჩატარებული სამუშაოთა ციკლისათვის (ჯგუფთან ერთად)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: