შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგო შარაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საყვავისტყე, ჩოხატაურის რაიონი. 12 წლისა ქუთაისის საბაღოსნო სასწავლებელში მოეწყო, სადაც მხოლოდ 7 თვემდე დაჰყო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მოახერხა რუსული წერა-კითხვის შესწავლა, შემდეგ სწავლა განაგრძო ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში, რომელიც დედის გარდაცვალების გამო ვერ დაამთავრა. გულმოდგინედ მოკიდა ხელი თვითგანვითარებას, სახალხო მასწავლებლობისათვის მოემზადა და 1869 წლიდან მუშობა დაიწყო სოფელ ძიმითის სკოლაში. ხუთი წლის მერე მასწავლებლად გადავიდა სოფელ ბახვში. ამ პერიოდში აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში და მისი ინიციატივით ბახვსა და სოფელ ლიხაურში ხალხოსანთა წრეები ჩამოყალიბდა. 1905 წელს მასწავლებლად მუშაობდა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებელთ გახსნილ დამატებით კლასებში, შემდეგ ჭიათურის ქალთა სასწავლებელში. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა პრესაშიც წერდა, უმთავრესად სოფლის მეურნეობის საკითხებზე. მისი ნაშრომები "ვაზის ექვსი საუკეთესო გურული ჯიშია ამპელოგრაფია" და "გურიაში შეგროვებული სალექსიკონო მასალა" თავის დროზე ვრცლად გამოიყენა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა და ამ ნაშრომთა დიდი ღირსება აღნიშნა. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე საინტერესო წერილები გურიის სახალხო სკოლების ისტორიიდანაც. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და ბიოგრაფიები: nateba.webbreeze.net; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |