| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1964 წელს. 1964–1967წწ. იყო გორკის ოლქის შახუნიის რკინიგზის საკვანძო საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე; 1967–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის ასპირანტი; 1970–1992წწ. კათედრის ასისტენტი; 1992 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან თბილისის სამკურნალო ფუნქციონალურ-დიაგნოსტიკური ცენტრის ბავშვთა N2 კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ახალშობილთა ნეკროზული ფლეგომონა", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.230; ჯემალ ონიანი: ნეკროლოგი // საქართველოს რესპუბლიკა.-თბ.,2005.-N176. - გვ.8 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

