Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ორჯონიკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1983წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983-1987წწ. - ამავე უნივერსიტეტის ქირურგიული სტომატოლოგიური კათედრის ასპირანტი; 1987-1994წწ. - ქირურგიული სტომატოლოგიური კათედრის ასისტენტი; 1994-2004წწ. - ქირურგიული სტომატოლოგიური კათედრის დოცენტი; 2004-2006წწ. - ქირურგიული სტომატოლოგიური კათედრის პროფესორი; 1993-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფ. ალ. ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკის დირექტორი; 2005 წლიდან - სტომატოლოგიის კლინიკის და სასწავლო-კვლევითი ცენტრის შპს "უნიდენტი“-ს დირექტორი. საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული 31 სამეცნიერო სტატიის, შრომის ავტორი; 30-ზე მეტი სამეცნიერო და სასწავლო ფორუმის მონაწილე. ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქირურგიული საკერავი ძაფის "ფიბროსიმის" გამოყენება ყბა–სახის ქირურგიაში", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პაროდონტის ანთებით-დესტრუქციულ დაავადებათა მკურნალობის ძირითადი ასპექტები (კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევა)", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.231; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.358; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |