შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიზა ბათიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში"(ვიოლინო); 1991 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, სწავლობდა ჰამბურგის კონსერვატორიაში, 1993 წლიდან სწავლობდა მიუნხენის მუსიკისა და თეატერის უმაღლეს სკოლაში; თანამშრომლობს და გამოდის ევროპის წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან, კონცერტებით გამოდის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; არის ჩრდილოეთ გერმანიის რადიოს სიმფონიური ორკესტრისა და ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის არტისტი; მის რეპერტუარშია: ს. ცინცაძე "ლალე", "ინდიმინდი", "სულიკო", 'საჭიდაო", ასევე: ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, შუმანი, ჩაიკოვსკი, სიბელიუსი; გასტროლებით შემოიარა: ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, აზია; ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთში, მისი მეუღლეა ცნობილი ჰობოისტი ფრანსუა ლელუ; ბათიაშვილი-ლელუს დუეტს თანამედროვე კომპოზიტორებმა მიუძღვნეს ორმაგი კონცერტები: გ. ყანჩელი(2007, პრემიერა), ფრანგი კომპოზიტორი ტ. ესკაიჰა(2014); მიღებული აქვს: MIDEM–ის პრემია, ცენტრალური მუსიკალური სკოლების საკავშირო კონკურსის სპეციალური პრიზი (ქ. ოდესა, 1989), დვარიონასის სახელობის საერთაშორისო კონკურსის I პრემია (ვილნიუსი, 1989), სიბელიუსის კონკურსის II პრემია (ფინეთი, 1995), "ECHO Klassik"-ის ორგზის გამარჯვებული ალბომისათვის "Choes of Time" (2011), ბერნსტაინის სახელობის კონკურსის I პრემია (2015), ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი (ბეთჰოვენის ფესტივალი), BBC–ის პროგრამა "New Generation Artists"–ის გამარჯვებული. ლიზა ბათიაშვილი საქართველოში მრავალ საქველმოქმედო კონცერტს მართავს; იგი შესულია მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინეთა სიაში. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 55
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |