Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცისკარი ბალანჩივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1959 წელს. 1956-1957წწ. სტაჟირება გაიარა მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს თეატრში; 1959-1988წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი, ჯერ ასრულებდა ტექნიკურ ვარიაციებსა და "პა-დე-ტრუას" ყველა ბალეტში, შემდეგ კი წამყვან პარტიებს; 1971-1972წწ. მეცადინეობდა მოსკოვის ცნობილ ბალერინა მ. სემიონოვასთან; 1979-1980წწ. იყო საქართველოს კამერული მუსიკალური ცენტრის(დამაარსებელი და ხელმძღვანელი ჯ. ბალანჩივაძე) მოცეკვავე და დამდგმელი ქორეოგრაფი; 1991 წელ დაამთავრა მოსკოვის ორწლიანი საბალეტო პედაგოგიური კურსები; 1989-1995წწ. იყო ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კლასიკური ცეკვის პედაგოგი; მის რეპერტუარში იყო: კეთილი ფერია(გრ. კილაძე "სინათლე"), ირემა(დ. თორაძე "გორდა"), ოფელია(რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი"), მანდილოსანი(ბ. კვერნაძე "მხატვრის სახელოსნო"), დაირა, მანიჟე(ა. ბალანჩივაძე "მწირი", "მთების გული"), ჯულიეტა(პ. ჩაიკოვსკი "რომეო და ჯულიეტა"), ასევე: ქალი(ბახი "პასაკალია"), ჟიზელი(ადანი "ჟიზელი"), სვანილდა(დელიბი "კოპელია"), ნიკია, ჩელიტა(მინკუსი "ბაიადერა", "დონ კიხოტი"), მარია(ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), ჯულიეტა(პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), ადაჯო, მაშას ვარიაცია(პ. ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"); მოსკოვის დიდი თეატრის დასთან ერთად შემოიარა: კანადა, ბრაზილია, საგაატროლო ტურნე: იაპონია, საფრანგეთი, პოლონეთი, უნგრეთი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 60 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |