The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნატალია პავლიაშვილი

ნატალია პავლიაშვილი
Date of birth:5 May, 1957  (66 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1981წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981-1990წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1990-1993წწ. - უფროსი მასწავლებელი; შემდგომში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება მიკროჰემოცირკულაციას, ონკოლოგიის, "მოჭყლეტვის სინდრომის" საკითხებს. ეკუთვნის "სასუნთქი სისტემის პათოფიზიოლოგიის" სასწავლო-მეთოდური მითითება. ექიმი-პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეგიონური სისხლის მიმოქცევისა და მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებები ანთებად კერაში ავთვისებიანი სიმსივნური ზრდის დროს", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორგანიზმის რედოქს-სტატუსის, ერითროციტების და მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებების როლი ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის პათოგენეზში და მათი კორექციის გზების ძიება", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.232; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.359

Member of Organizations

  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: