შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატალია პავლიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1981წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981-1990წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1990-1993წწ. - უფროსი მასწავლებელი; შემდგომში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება მიკროჰემოცირკულაციას, ონკოლოგიის, "მოჭყლეტვის სინდრომის" საკითხებს. ეკუთვნის "სასუნთქი სისტემის პათოფიზიოლოგიის" სასწავლო-მეთოდური მითითება. ექიმი-პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეგიონური სისხლის მიმოქცევისა და მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებები ანთებად კერაში ავთვისებიანი სიმსივნური ზრდის დროს", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორგანიზმის რედოქს-სტატუსის, ერითროციტების და მიკროჰემოცირკულაციის ცვლილებების როლი ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის პათოგენეზში და მათი კორექციის გზების ძიება", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.232; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.359 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |