Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამბროსი პერტია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1992 წელს. 1992-1993წწ. იყო უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინტერნი; 1993 წელს - ბათუმის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-უროლოგი; 1993-1995წწ. - უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1995 წლიდან - ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება შარდის ბუშტის ინვაზიური კიბოს მკურნალობის საკითხებს. უროლოგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ლაპარასკოპიული სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი. ექიმი-ონკო-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მამაკაცებში შარდის ბუშტის კიბოს შარდსადენ მილში გავრცობისა და ურეთრექტომიის საკითხისათვის", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა: "თირკმელუჯრედოვანი კიბოს მკურნალობა და პროგნოზირების აქტუალური საკითხები", დაიცვა 2006 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.233; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.360; we4hospitals.com Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |