Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ პეტრიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენის ფაკულტეტი 1972 წელს. 1975-1976წწ. იყო ამბროლაურის რაიონული სანეპისადგურის ექიმი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი-თერაპევტი; 1976-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1986-1995წწ. დოცენტი, 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის პროფესორი. ავტორია 92 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სისხლის მიკროცირკულაციის თავისებურებებს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დროს, მრავალი პუბლიკაციისა და ოთხი ისტორიული ხასიათის წიგნისა, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლიგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი (1996). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფუნქციური და მორფოლოგიური ცვლილებები მიკროჰემოცირკულაციის სისტემაში ექსპერიმენტული სიმსივნური ზრდის დროს", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.233 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |