შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1952 წელს. მუშაობა დაიწყო სანატორიუმ "ბორჯომ-ლიკანის" ქირურგად; 1962-1968წწ. მუშაობდა ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1979 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი, იმავდროულად საქართველოს სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ქირურგიული სტაციონარის ხელმძღვანელი; 1995 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის "საქართველოს" ქირურგიულ სნეულებათა კათედრის გამგე; მისი თაოსნობით შემუშავებული და დანერგილია ჩირქოვანი სეფსისის მკურნალობის ახალი მეთოდები: ავადმყოფის სისხლის გაფილტვრა ღორის ცოცხალ ელენთაში გავლით, ავადმყოფის სისხლის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1979). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.476; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.89 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |