The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი შარვაშიძე

გიორგი შარვაშიძე
Date of birth:25 September, 1846
Date of death:19 February, 1918  (at 71 years)
Burial location:მოქვის ტაძარი, ოჩამჩირეს რაიონი, აფხაზეთი
Category:Playwright, Poet, Publicist, Military Person

Biography

აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, უბრწყინვალესი თავადის მიხეილ შარვაშიძის ვაჟი. აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე. ბწყინვალედ იცნობდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, აფხაზეთის ისტორიასა და ფოლკლორს; წერდა აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე; იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგეი მესხის და სხვათა თანამოაზრე; მათთან ერთად იბრძოდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, საერთოეროვნული ფასეულობების, ენისა და კულტურის განვითარებისთვის, ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიის ფალსიფიკაციის გამოვლენისათვის, ორი მოძმე ერის ეროვნული ფესვებისა და მათი ურთიერთობების შენარჩუნებისთვის. 1847 წელს მიენიჭა პრეობრაჟენსკის პოლკის ლეიბ-გვარდიის პრაპორშჩიკის წოდება; 1863 წელს გახდა კავკასიის ჯარების სარდლის, დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის ადიუტანტი; 1866 წელს აფხაზეთში დიდმა აჯანყებამ იფეთქა, იმავე წლის აგვისტოში რუსებმა, აჯანყება სასტიკად ჩაახშეს, რასაც აფხაზთა მასობრივი გადასახლება მოჰყვა თურქეთში. ამ მოვლენას ისტორიოგრაფია "მუჰაჯირობის" სახელით იცნობს. გიორგი რუსეთში, ორენბურგში გადაასახლეს კავკასიაში დაბრუნების უფლების გარეშე; რუსეთში გადასახლებისას მსახურობდა ორენბურგის კაზაკთა პოლკში, ოდესის სამხედრო ოლქში; 1872-1875წწ. გადადგა სამხედრო სამსახურიდან; 9 წლის შემდეგ, იგი ცნეს უდანაშაულოდ და მისცეს გადასახლებიდან საქართველოში დაბრუნების უფლება, მაგრამ აფხაზეთში ჩასვლა აკრძალული ჰქონდა 1905 წლამდე; 1875 წელს საიმპერატორო ბრძანებულებით შეუნარჩუნდა უბრწყინვალესი თავადის ტიტული; 1875 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტად; 1876 წლიდან იყო ჰუსართა პოლკის ლეიბ-გვარდიის შტაბს-როტმისტრი; 1879 წლიდან ფლიგელ-ადიუტანტი; 1880-1881წწ. იყო მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ამალის წევრი; 1887 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ქუთაისში ცხოვრობდა, რადგანაც აფხაზეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს; მშობლიურ ქალაქში, სოხუმში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1905 წელს მიიღო. გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში. იყო პირველი ეროვნებით აფხაზი მწერალი, რომელიც უპირატესად წერდა ქართულად; მისი ლექსები, პუბლიცისტური წერილები, პოემები იბეჭდებოდა ქართული პრესაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.688

Bibliography

  • თხზულებანი (Author) // ტ. 1: პოეზია, დრამატურგია, პუბლიცისტიკა. - ქუთაისი, შპს "მანდარიას სტამბა", 2006. - 343გვ.. - ISBN: 99940-918-1-6
  • თხზულებანი (Author). - ქუთაისი, შპს "მანდარიას სტამბა", 2006. - 283გვ.. - ISBN: 99940-918-7-5
  • ლირიკა. ეპოსი. დრამა (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1985. - 240გვ.
  • გიორგი მესამე : ისტორიული დრამა 4 მოქმედებად (Author). - თბილისი, ხელოვნება, 1948. - 55გვ.
  • მომაკვდავნი სურათნი : კომედია ოთხს მოქმედებად. მიბაძვა. (Author). - ქუთაისი, გამოც. ილია ჭყონიას-მიერ, 1882. - 85გვ.

Share: