Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოლღა დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1920 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა დიდუბის რკინიგზის კლუბში; გამოდიოდა აგრეთვე ავჭალის აუდიტორიისა და თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბის წარმოდგენებში; 1921-1923წწ. ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1932-1936წწ. იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1936-1944წწ. კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1931 წლიდან გამოდიოდა ესტრადაზე; კონცერტებს მართავდა როგორც საქართველოში, ისე სსრკ სხვა ქალაქებში; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში; თეატრებში შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ფოფოდია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), მარიკა (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), პარასკევა (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), მიქაელა (გ. მდივნის "ალკაზარი"), ბიჭუნა (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?"); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ესტრადისა და თეატრის მსახიობი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.476 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |