Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანული პეტრიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1966-1968წწ. იყო ი. ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ექიმი-ლაბორანტი; 1968-1977წწ. ბიოქიმიის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1986წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წლიდან ამავე ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ცილოვან, ლიპიდურ ნახშირწყლოვან, მინერალურ, ფერმენტულ ცვლას უშვილო ქალებში, მამაკაცებში და სქესობრივი მომწიფების დარღვევების მქონე მოზარდებში.მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის ზოგიერთი მაჩვენებელი პუბერტატულ-საყმაწვილო დისპიტუიტარიზმის დროს", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.234
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |