The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო შიუკაშვილი

ნიკო შიუკაშვილი
Legal name:ნიკოლოზ შიუკაშვილი
Date of birth:17 May, 1870
Date of death:14 August, 1938  (at 68 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, ქართველ მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Playwright, Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი:  სოფელი ხოდაშენი, თელავის მაზრა.

დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი 1885 წელს. იმავე წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ 1886 წელს გამოვიდა სემინარიიდან და მშობლების დახმარებით ჩააბარა ე.წ. ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში.

სწავლის პერიოდში წერდა პატარ-პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და ნოველებს; ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად აქვეყნებდა საინტერესო კორესპონდენციებს ჩვენი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. მოწაფეობის დროს გაეცნო ქართულ თეატრს და ვალერიან გუნიას შემწეობით ქართული წარმოდგენების მუდმივი სტუმარი იყო; სამასწავლებლო ინსტიტუტის დამთვრებისთანავე, 1892 წლიდან დანიშნეს საალხო სკოლის მასწავლებლად ჯერ სოფელ საცხენისში, ხოლო 1894 წელს ახალციხეში, სადაც სათავეში ჩაუდგა სცენისმოყვარულთა მუდმივ დასს; მისი ინიციატივით ხშირად ეწყობოდა წარმოდგენები და შემოსული თანხები საქველმოქმედო საქმეს ხმარდებოდა; ახალციხეში პედაგოგიური მოღვაწეობის დროს დაწერა თავისი პირველი დრამატული თხზულება "გამხმარი ფოთოლი"; პირველი ცდა დრამატურგიაში წარმატებით დაგვირგვინდა; მისი დრამა იდგმებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და პროვინციებში; ახალციხეში ყოფნისას დიდი წვლილი შეიტანა სახალხო განათლების საქმეში; გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, სათავეში ჩაუდგა სხვადასხვა კულტურულ საქმიანობას, ეხმარებოდა ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსულ ნიჭიერ ახალგაზრდობას, ხშირად ექომაგებოდა გლეხკაცობას; მეფის მთავრობამ იგი ახალციხიდან გადაიყვანა ახალქალაქში დაწყებითი კლასების მასწავლებლად, შემდეგ 1908 წელს იგი ზაქათლაში გადავიდა; 1908-1912წწ. ნაყოფიერ კულტურულ-საგანმანათლებლო და პედაგოგოიურ მოღვაწეობას ეწეოდა ზაქათალაში როგორც სამაზრო სასწავლებლის ინსპექტორი, დრამატული დასის ხელმძღვანელი-რეჟისორი, დრამატურგი და მთავარი როლების შემსრულებელი, შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და მღეროდა; 1912 წელს იგი დანიშნეს ქ. გორის სამოქალაქო სკოლის ინსპექტორად და მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად; გორშიც გაშალა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა. ილია ჭვჭავაძის დავალებით იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" რწმუნებული ქალაქ გორში, სადაც საქველმოქმედო მიზნით წარმოდგენებს მართავდა; გორში იგი მოღვაწეობდა 1912-1918წწ.; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კითხულობდა ლექციებს დიქციისა და მეტყველების შესახებ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტსა და სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო შემდეგ ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას პედაგოგიურ ინსტიტუტსა და სამხატვრო აკადემიაში; ამავე დროს ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას. მის კალამს ეკუთვნის ოცდაექვსამდე სხვადასხვა ჟანრის პიესა, რამდენიმე მოთხრობა, მინიატურა და ლექსები.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.105-106; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გორის განყოფილების წევრი (1912-1915)

Awards and Honors

  • 1932 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: