The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ბარათაშვილი

მაია ბარათაშვილი
Date of birth:3 March, 1969  (56 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი 1993 წელს (არქიტექტურა), ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1994 წელს (ინგლისური ენა). 

პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო N16 მუსიკალურ სკოლაში, პწდაგოგი მ ჩხეტიანი (ფორტეპიანო), მ. სანაძე (ვოკალი); სწავლის პერიოდში შეასრულა მრავალი კლასიკური ნაწარმოები, მათ შორის საფორტეპიანო კონცერტები: ა. ბალანჩივაძე N3, ბახი, მენდელსონი, რუბინშტეინი, ბერკოვიჩი, არენსკი; გაიარა ვოკალის კურსი, პედაგოგ ლ. ბერაძესთან; 1996–2004წწ. იყო "დავითის ჯაზ–კლუბ–ის" სოლისტი, პარალელურად 1996 წლიდან "თბილისი ბიგ–ბენდი"–ს სოლისტი; 2009-2011წწ. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე; 2012 წლიდან მეცადინეობს პედაგოგ დ. დიასამიძესთან (საოპერო ვოკალი); 2014 წელს ზაზა მარჯანიშვილთან ერთად განახორციელა პროექტი - "პროექტი ძლიერი ბლუზური აქცენტით", რომლის პრეზენტაცია შედგა ბათუმის ხელოვნების ცენტრში. თანამშრომლობს: თ. ყურაშვილთან, ზ. რამიშვილთან, გ. რაქვიაშვილთან, დ. ვირსალაძესთან, ი. ბრილთან, მ. ოკუნთან, ი. სკოგჰაიმთან, ჯგუფთან "შინ"; საერთაშორისო ჟიურის წევრი; გასტროლებით მოგზაურობს: აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია, თურქეთი, ინგლისი, ისრაელი, ლატვია, ლიტვა, მონაკო, ნორვეგია, რუსეთი, სომხეთი; 2017 წელს ონლაინ ამერიკულ კონკურსში Made in New York Jazz competition ჟიურიმ ტოპ 2 სოლო ვოკალურ კატეგორიაში (top 2 in solo vocal category) დაასახელა საუკეთესოდ; ჯაზ–მომღერალი. 2020 წლის მარტში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 63

Awards and Honors

  • 2014 - პროექტი "ქართული ბრენდი"-ს ტიტული, ნომინაციაში "ნდობა და რეპუტაცია პროფესიაში"
  • 2011 - ფესტივალი "სიცოცხლე მშვენიერია"(რუმინეთი), საპატიო დიპლომი
  • 2007 - მონტეკარლოს საერთაშორისო ჯაზის ორგანიზაციის ჯილდო, "წლის საუკეთესო ვოკალისტი"
  • 2000 - კონკურსი "წლის სიმღერა" (თბილისი), გამარჯვებული
  • 1998 - ფესტივალი "მარგარიტა" (ქ. თბილისი), "წლის საუკეთესო მომღერალი ქალი"
  • 1996 - ფესტივალი "ხელები მაღლა" (ქ. თბილისი), I პრემია

Share: