The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნია ბახტაძე

ნია ბახტაძე
ოფიციალური სახელი:ნინო ბახტაძე
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II სამუსიკო სასწავლებელი 1980 წელს(მუსიკის ლიტერატურა), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1985 წელს.

1996–2006წწ. იყო თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი(მუსიკის ლიტერატურა); 1996 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტების ავტორი და წამყვანი; საავტორო გადაცემებია: "მუსიკალური შეხვედრები", "ცხოვრება ხელოვნებაში", "რეტრო"; შექმნილი აქვს გამოჩენილი კომპოზიტორების, შემსრულებლების, მხატვრების, რეჟისორების, არქიტექტორების, მსახიობების პირადი არქივები; მუსიკალური პროექტები: "შ. მილორავა"(2009), "მ. ჩარკვიანი"(2010), "ზ. ხუროძე"(2011), "ა. შარვაძე"(2012), "ა. კერესელიძე"(2013); შემოქმედებითი საღამოების ავტორი ქუთაისში, კომპოზიტორების: ნ. გაბუნია, მ. კვალიაშვილი, რ. სებისკვერაძე, გ. ცაბაძე; 2000–2004წწ. იყო მ. ფანიაშვილის სახელობის ხელოვნების აკადემიის პედაგოგი(მუსიკის ისტორია); 2008 წლიდან არის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის "საზოგადოებასთან ურთიერთობის" მენეჯერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 71

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი

გააზიარე: