შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატა პიტავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს. 1975-1978წწ. მუშაობდა ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში; 1978-1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრაზე კლინიკურ ორდინატორად; 1982-1985წწ. ბავშვთა N5 საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების გამგედ; 1995-1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრაზე უფროს ლაბორანტად; 1990 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იუვენილური რევმატოიდული ართრიტის კლინიკური დახასიათება და სისხლის ფორმიანი ელემენტების იმუნურ-სტრუქტურული მაჩვენებლები იმუნომოდელაციური თერაპიის ფონზე", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.235
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |