შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ რიჟვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ხულოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1971 წელს. 1968-1971წწ. იყო ცელინოგრადის ოლქის(ყაზახეთი) მთავარი პედიატრი; 1971-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1975-1991წწ. ასისტენტი, 1991 წლიდან დოცენტი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება რევმატოლოგიას, ფსიქოსომატიკას, იმუნოლოგიას. 7 ნაშრომი გამოქვეყნებულია უცხოეთში. არის ავტორი და თანაავტორი სახელმძღვანელოებისა: "გადაუდებელი მდგომარეობანი ბავშვთა ასაკში", "პედიატრია", (სახელმძღვანელო კოლეჯის სტუდენტებისათვის), "პედიატრია",(თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის). ხელმძღვანელობს ბავშვთა განყოფილების სამკურნალო საქმეს. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რევმატიზმის პათოგენეზისა და კლინიკურ თავისებურებათა პარამეტრები ბავშვთა ასაკში ფიქსირებული განწყობის გათვალისწინებით ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.240 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |