| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიანა რიგვავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1982წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვში, კარდიოლოგიის სამეცნიერო ცენტრში; 1983-1994წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების ექიმი-ორდინატორი, 2001 წელი (თებერვალი, მარტი) - მიწვეული ექიმი კარდიოლოგი, რადიოლოგი ბად-კროცინგენის გულის ცენტრი, გერმანია. 1994 წლიდან - 2010 წლამდე გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი კარდიოლოგი. 1994 წლიდან მონაწილეობს რანდომიზებულ მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევებში მკვლევარის და მთავარი მკვლევარის რანგში. 2010 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე - გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მულტიცენტრული კლინიკური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელია. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, ასევე გაკეთებული აქვს 35 პრეზენტაცია და მოხსენება საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებზე კარდიოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტრეპტოდეკაზის და ლაზეროთერაპიის მოქმედება მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობაზე", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.240; კლინიკა "ვივამედი": vivamedi.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

