Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლავრენტი ჩიმაკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1883 წელს; იმავე წელს მიიღეს ხონის სამასწავლებლო სემინარიაში სახელმწიფო ხარჯზე, რომელიც დაამთავრა 1887 წელს და მაშინვე დანიშნეს ოზურგეთის მაზრის სოფელ აკეთის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. მისი ზრუნვის შედეგად 1888 სასწავლო წლისათვის მეცადინეობა ახალ შენობაში დაიწყო; 1890 წელს აკეთის სკოლასთან დააარსა საყმაწვილო ბიბლიოთეკა; 1892 წელს აკეთში დაარსდა პირველი ბიბლიოთეკა, რომლის ინიციატორი და ერთ-ერთი მოთავე იგი იყო; 1894 წელს მასწავლებლად მუშაობდა წყალტუბოში; მან აქაც გახსნა ბიბლიოთეკა; 1895 წელს იგი გადაიყვანეს მშობლიური სოფლის ნახახულევის ორკლასიანი სკოლის ზედამხედველად, სადაც 1904 წლამდე იმსახურა; მისი ზრუნვის შედეგად 1899 წელს სოფელში დაარსდა პირველი კოოპერატივი, საკრედიტო ამხანაგობა, სამკითხველო, აბრეშუმის პარკის სახმობი ფარდული, საზოგადო ბეღელი, საფუძველი ჩაეყარა სახალხო სახლს და ა.შ. მათხოჯის კოოპერატივი პირველი რევოლუციის წინა წლებში სახალხო მოღვაწეობის ცენტრი იყო. მეფის მოხელეებმა გაიგეს ეს და ლავრენტი ჩიმაკაძეს გადასახლება დაუპირეს, მაგრამ საამისო ხელმოსაკიდი საბუთები არ ჰქონდათ და იგი სამსახურიდან დაითხოვეს; 1907 წლამდე მას არსად უმუშვია, რადგან მიჩენული იყო არაკეთილსაიმედო პიროვნებად; 1907 წელს იგი დაინიშნა ქუთაისის (დაბა ხონში) სამასწავლებლო სემინარიასთან არსებული საჩვენებელი სკოლის გამგედ, სადაც 1915 წლამდე იმუშვა; აქედან გადაიყვანეს თბილისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად, ხოლო 1919 წლიდან ქალაქ ბათუმში დანიშნეს ქართული გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად; აჭარაში მოღვაწეობის 18 წლის მანძილზე იგი სხვადასხვა დროს იყო სკოლის გამგე-დირექტორი, ინსპექტორი, აღმზრდელ-მასწავლებელი, განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის თვმჯდომარე და სხვ. 1936 წელს იგი პენსიაზე გავიდა. წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/33-chimakadze Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |