Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინე რაზმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1987-1992წწ. იყო მოსკოვის ცენტრალური ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის №1 თერაპიის კათედრის ორდინატორი და ასპირანტი, ბაზა-ბოტკინის სახელობის საავადმყოფოს IV კარდიოლოგიური განყოფილება. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სადღეღამისო ეკგ მონიტორირებით იშემიური ცვლილებების დიაგნოსტიკას, ექოკარდიოგრაფიის როლის გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების დიაგნოსტიკაში, კალციუმის ანტაგონისტების გავლენას დიასტოლურ ფუნქციაზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იშემიური ცვლილებები სადღეღამისო ეკგ მონიტორირებით და ანტიანგინალური პრეპარატების ეფექტის ანალიზი", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.238
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |