Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია რატიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1967წწ. იყო წალენჯიხის რაიონული პოლიკლინიკის თერაპევტი; 1967-1971წწ. ნევროპათოლოგი; 1971 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილების ორდინატორი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საზღვარგარეთის ჟურნალებში. მიღებული აქვს საავტორო უფლება №18757-"აუტოალერგიის განსაზღვრის მეთოდი ნერვული სისტემის ინფექციური დაზიანების დროს", 1973. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური წერილი "აუტოალერგიის განსაზღვრის მეთოდი ნერვული სისტემის ინფექციური დაზიანების დროს", 1978. ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "T და B იმუნური სისტემების ძირითადი მაჩვენებლების მდგომარეობა ტუბერკულოზური და არატუბერკულოზური წარმოშობის სეროზული მენინგიტების და პოლირადიკულონევრიტების დროს", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.238 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |