The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ჩუბინაშვილი

დავით ჩუბინაშვილი
Date of birth:26 September, 1814
Date of death:5 June, 1891  (at 76 years)
Category:Linguist, Literary scholar, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1839 წელს.

ერთი პერიოდი მსახურობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააზიო დეპარტამენტში, სადაც იგი მრავალ საარქივო მასალას გაეცნო; 1844 წელს იგი მიიწვიეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის დოცენტად; 1848 წელს გახდა ადიუნქტი; 1856 წლიდან ექსტრა-ორდინატორი პროფეროსი; 1859 წელს ორდინატორი პროფესორი; 1870 წლიდან დამსახურებული პროფესორი; ამ დროისათვის იგი მრავალი საყურადღებო შრომის ავტორი იყო; შექმნა მნიშვნელოვანი შრომები: ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი, რუსულ-ქართული ლექსიკონი, ქართულ-რუსული ლექსიკონი;  გამოაქვეყნა "მოკლე ქართული გრამატიკა", რომელშიც ძირითადად მოცემულია ახალი ქართული ენის ანალიზი; დიდი შრომა გასწია ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა შესწავლა-გამოცემაში; მონაწილეობდა ვეფხისტყაოსნის 1841 წლის გამოცემაში, დაურთო ლექსიკონი; 1842 წელს გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი რუსთველოლოგიური კვლევა – "ქართული პოემის ვეფხისტყაოსნის შესახებ"; როგორც ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოს-არქეოლოგი ხშირად რედაქტორობდა რიგ მნიშვნელოვან გამოცემებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის "ქართლის ცხოვრების" სრულად აღდგენასა და აკადემიურ გამოცემაში; 1859 წელს მისი რედაქციით გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებული "წიგნი სიბრძნე-სიცრუისა" და სხვ. კაპიტალური შრომების პარალელურად იგი წერდა მრავალ გამოკვლევას, საჟურნალო და საგაზეთო სტატიებს, იყო მუდმივი თანამშროელი რუსული და ქართული პერიოდული პრესისა; დიდი შრომა აქვს გაღებული ქართული ხელნაწერების შეგროვების სფეროში; თავისი წიგნთსაცავი "ქართველთ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" უანდერძა. ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე, პეტერბურგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი პროფესორი.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.555-556

Member of Organizations

  • რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი (1860-)
  • საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოება, წევრი (1869-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საპატიო წევრი

Bibliography


Share: