შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955–1957წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; 1958–1959წწ. თეთრიწყაროს რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1959–1961წწ. რესპუბლიკის ონკოდისპანსერის ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი; 1961–1968წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო კვლკევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1968–1973წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1973–1988წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგი, რეანიმაციისა და საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელი; 1988 წლიდან ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ინტენსიური თერაპია–რეანიმაციის განყოფილების გამგე. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის. ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოდინამიკისა და სუნთქვის ზოგიერთი მაჩვენებლები ფილტვზე ოპერაციების დროს ზოგადი გაუტკივარებით", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.242 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |