შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმირ ბეიერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1925 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1933 წელს (საკომპოზიციო). 1934 წლიდან იყო თბილისის მოზარდ მაყურებლთა რუსული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; 1934-1947წწ. და 1950 წლიდან ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის კომპოზიტორი; შექმნილი აქვს: სიმფონიური პოემა, რომანსები, სიმღერები, საფორტეპიანო პიესები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის (დაახლოებით 150), მათ შორის: "პირისპირ", თოფიანი კაცი", "ყაჩაღები", "სამი ბატკანი", "ერნანი". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 74 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |