შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ბელიაევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ურალსკი. დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1914 წელს (საკომპოზიციო, თეორიული). 1914-1923წწ. და 1942-1944წწ. იყო პეტერბურგის კონსერვატორიის პედაგოგი (მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია), 1944 წელს პროფესორი; 1922-1931წწ. სახელოვნებო მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიის ნამდვილი წევრი, 1924 წლიდან მუსიკალური სექციის თეორიული განყოფილების გამგე; 1920-იან წლებში იკვლევდა სსრკ ხალხთა მუსიკალურ ფოლკლორს, მან ერთ-ერთმა პირველმა აღნუსხა და გამოიკვლია ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 74
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |