შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს. 1974–1975წწ. იყო თბილისის ბავშვთა N2 საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1975–1978წწ. ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგი; 1978–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1980-1992წწ. თბილისის ბავშვთა 1 საავადმყოფოს კლინიკის ქირურგი, სამედიცინო აკადემიის ბავშვთა ქირურგიის კურსის უფროსი ლაბორანტი; 1992–1997წწ. სამედიცინო აკადემიის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1997 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამოცემულ სამედიცინო ლიტერატურაში. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლგარეთა სანაღვლე გზების ატრეზიის ადრეული დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.143 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |