The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე მარჯანიშვილი

ელენე მარჯანიშვილი
ოფიციალური სახელი:ელენე ვაჩნაძე
სხვა სახელი:დონაური  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1890
გარდაცვ. თარიღი:16 ოქტომბერი, 1955  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის რაიონი.

სწავლობდა დრამატულ კურსებზე თავდაპირველად თბილისში, შემდეგ პეტერბურგში.

1908 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ლ. იავორსკაიას საგასტროლო დასში; 1908-1920წწ. იყო რუსეთის თეატრის, 1920-1926წწ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928წწ. თბილისის მუშათა თეატრის, 1928-1955წწ. კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; შესრულებული როლები: ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), ბაბულია(ს. შანშიაშვილის "ჰერეთის გმირები"), ხასინტა(ლოპე დე ვაგას "ცხვრის წყარო"), დედოფალი ჰერტრუდა(უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ოთარაანთ ქვრივი(შ. დადიანის "ჩატეხილი ხიდი");

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.480

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: