The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გერასიმე ცაგარეიშვილი

გერასიმე ცაგარეიშვილი
Date of birth:1864
Date of death:14 December, 1927  (at 63 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გოჩა-ჯიხაიში.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1883 წელს. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ შევიდა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1893 წელს დაასრულა.

044იმავე წელს იაკობ ფანცხავასთან ერთად ბათუმში გახსნა პირველდაწყებითი სკოლა პანსიონით და გაკვეთილების გასამეორებელი კლასებით; 1894 წელს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ქუთისის სათვადაზნაურო სასწავლებელში. აქ იგი წარმატებით ასწავლიდა რუსულსა და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას, არითმეტიკის სწავლებაც ეხერხებოდა; 1904-1905 სასწავლო წლიდან ქუთისის სააზნაურო სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა, გიმნაზია მალე გადაიქცა განათლებისა და კულტურის ერთ-ერთ კერად დასავლეთ საქართველოსათვის. გერასიმე ცაარეიშვილი ყველ კულტურული დაწესებულების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო; ამავე დროს ის რამდენჯერმე იყო არჩეული ქუთისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად; სილოვან ხუნდაძესთან ერთად იგი გიმნაზიის ინსპექტორად იქნა არჩეული და თანამდებობაზე დარჩა გიმნაზიის ტექნიკუმად გადაკეთბამდე; მან თავისი წვლილი შეიტანა სკოლის გაეროვნების საქმეშიც: 1920 წელს გამოიცა მისი გეოგრაფიის სახელმძღვანელო; ექვსი წელიწადი ემსახურა საბჭოთა სკოლას და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის მშნებლობაში.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1902-)

Bibliography

  • გეოგრაფია (Co-Author) // ნაწ. 1 . - ქუთაისი, გამოც. "განათლების" ამხ. , 1920. - 80გვ.

Share: