The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ დონაური

მიხეილ დონაური
Date of birth:1757
Date of death:21 October, 1817  (at 60 years)
Burial location:ალექანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი.

მეფე ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში გადასახლებული კახელი აზნაურის ი. დონაურის ვაჟი; ახალგაზრდობისას განაწესეს სამხედრო სამსახურში, 1780 წელს კი სამოქალაქო უწყებაში გადაიყვანეს; იმპერატორ ეკატერინე II-ის კარზე ასრულებდა ტახტის მემკვიდრის პავლე პეტრეს ძის მდივნისა და ბიბლიოთეკარის მოვალეობას; 1797 წელს დაინიშნა საიმპერატორო კაბინეტის მმართველად; იმავე წელს მიენიჭა საიდუმლო მრჩევლის, 1799 წელს კი ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის წოდება და სენატორობა; პავლე I-მა დაუმტკიცა მას გერბი წარწერით "მხოლოდ შენ" და მიანიჭა რუსეთის აზნაურობა; მალე იგი ყველა პოსტიდან დაითხოვეს; 1801 წელს ალექსანდრე I-მა კვლავ აღადგინა სამსახურში და სენატის III დეპარტამენტში სენატორად დანიშნა; რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, გენარალ-მაიორი (1796).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.480; events.mematiane.ge

Awards and Honors

  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
    პავლე I-ის გამეფებასთან დაკავშირებით
  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
    პავლე I-ის გამეფებასთან დაკავშირებით

Share: