The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ცხვედაძე

იოსებ ცხვედაძე
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1855
გარდაცვ. თარიღი:1934  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სოფელ ხოვლეს კერძო სკოლაში, რომელიც ქართველ ინტელიგენტთა ერთი ჯგუფის მიერ იყო გახსნილი. მთავრობის საწინააღმდეგო აზრების ქადაგების გამო ხშირად დევნიდნენ, უხდებოდა ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, ბევრი შევიწროებისა და შეურაცხყოფის გადატანა, მაგრამ ერთხელ არჩეული გზისათვის არ უღალატია და ბავშვებთან მეცადინეობა არ შეუწყვეტია. 1878-1879წწ. კავთისხევის სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა, მაგრამ აქ დიდხანს არ დარჩენილა. იმის გამო, რომ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე წარმოებდა, მას უარყოფითი დახასიათება მისცეს და მოხსნეს თანამდებობიდან; მთელი ენერგიით განაგრძობდა მუშობას სახალხო განათლების დარგში; აღსანიშნავია მისი მზრუნელობა, რომელიც მან გამოიჩინა ქართველოთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სოფელ წინარეხში გახსნილი სკოლისადმი, აშენდა სკოლის ახალი შენობა; სხვებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა კავთისხევის, მეტეხის, ხოვლის, ახალქალაქის, ქვემოგომისა და წინარეხის პირველდაწყებითი სკოლების დაარსებაში; ტრიალებდა გლეხებში და თავისი საუბრებით მათში განათლება შეჰქონდა; 1880 წელს სოფელ კავთისხევში "დეპო", ანუ სამომხმარებლო კოოპერატივი დააარსა; ხელს უწყობდა აგრეთვე ადგილობრივი სათეატრო დასის ჩამოყალიბებას და წარმოდგენების გამართვას; ქართულ გაზეთბში ათავსებდა კორესპონდნეციებს სკოლისა და სოფლის ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/184-tskhvedadze-io


გააზიარე: