შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიუდმილა ბობკოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ვ. ჭაბუკიანის სახ. საბალეტო სტუდია 1949 წელს; 1965-1970 წლებში სწავლობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში და მიიღო რეჟისორ-ბალეტმაისტერის სპეციალობა. 1949-1973 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი, 1972 წლიდან ბალეტმაისტერი, ვ. ჭაბუკიანის მიერ დადგმული რამდენიმე სპექტაკლის ასისტენტი. 1958 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე. შესრულებული აქვს სახასიათო როლები ბალეტებში: ლ. მინკუსის "დონ- კიხოტი", გრ. კილაძის "სინათლე", დ. თორაძის "გორდა", ა. მაჭავარიანის "ოტელო", პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "მაკნატუნა", ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი", აგრეთვე საცეკვაო ნომრები ოპერებში: "კარმენი", "ტრავიატა", "აიდა", "ლაკმე", "თავადი იგორი" და სხვა. 1972 წლიდან დაიწყო ბალეტმეისტერად მუშაობა, იყო ვ. ჭაბუკიანის მიერ შექმნილი რამდენიმე სპექტაკლის ასისტენტი: ლ. მინკუსის "ბაიადერა", დაიდგა კუიბიშევში (1975) და ფილიპინებზე, მანილაში 1982 წელს, კრეინის "ლაურენსია", მინკუსის "დონ კიხოტი" ბულგარეთში (1974, 1983-1984), დამოუკიდებლად დადგა: ბიზე-შჩედრინი "კერმენ-სიუიტა" (1982, ქუთაისი). დრამატულ თეატრებში გაფორმებული აქვს სპექტაკლები: თბილისის შ. რუსთაველის სახელობის, მოზარდ მაყურებელთა, მინიატურების, ა. გრიბოედოვის სახელობის, თბილისის რუსულ მოზარდ მაყურებელთა, ზუგდიდის, ჭიათურის, სოხუმისა და სხვა ქალაქების თეატრებში. ეწეოდა პედაგოგიურ და სარეპერტუარო მოღვაწეობას თბილისის ქორეოგრაფიულ და საესტრადო-საცირკო სასწავლებელში. რეჟისორ-ბალეტმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015.– გვ.78; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.16 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |