The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ დონაძე

მერაბ დონაძე
Date of birth:17 July, 1937
Date of death:16 December, 2010  (at 73 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით (პედ. გ. მარგიევი) 1961 წელს; პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

1957 წლიდან კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში იყო საოპერო სტუდიის სოლისტი; 1958 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ საქართველოს ხელოვნების დეკადაში; 1963-1988წწ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტია; 1972 წელს მუშაობდა ვოკალის პედაგოგად I სამუსიკო სასწავლებელში, 1983-1993 წლებში კი II სამუსიკო სასწავლებელში; 1992 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალური დირექტორი; მის მიერ შესრულებული პარტიებიდან აღსანიშნავია: მურმანი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), ავთანდილი (შ. მშველიძის "თქმულება ტარიელისა"), გოჩა (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), აბდუშაჰილი (ა. კერესელიძის "ბაში-აჩუკი"), ლევანი (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ონეგინი, ელეცკი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), ოსტაპი (ნ. ლისენკოს "ტარას ბულბა"), დოლბნია (კ. დანკევიჩის "ბოგდან ხმელნიცკი''), ჰერცოგი (ს. რახმანინოვის "ძუნწი რაინდი"), ჟერმონი (ჯ. ვერდის "ტრავიატა"), შარპლესი (ჯ. პუჩინის "ჩიო-ჩიო-სანი"), ჯანისკიკი (ჯ. პუჩინის "ჯანისკიკი") და სხვა. საბავშვო ოპერებიდან აღსანიშნავია: მგელი (ნ. მამისაშვილის "ბაქია ბაჭია"), მგელი (ვ. გოკიელის "წითელქუდა"), აგრონომი (ა. ბუკიას "დაუპატიჟებელი სტუმრები"), ობობა (ს. ცინცაძის ოპერეტა "აბლაბუდა"), კომბლე (რ. ლაღიძის "კომბლე"), დევი (მ. დავითაშვილის "ნაცარქექია"), და სხვა. მ. დონაძე აგრეთვე ასრულებდა საესტრადო სიმღრებსაც: "გაზაფხულს ველოდი" (მუს. ნ. გიგაურის, ტექსტი ი. აბაშიძისა), "ჩემი გულის სატკივარი" (მუს. ვ. აზარაშვილის, ტექსტი ლ. პაქსაშვილის), "გიხაროდეს კაპიტან" (მუს. ვ. აზარაშვილის, ტექსტი მ. ფოცხიშვილის), "ახალგაზრდული" (მუს. რ. ლაღიძის, ტექსტი პ. გრუზინსკის), "მხედრული" (მ. ხატელიშვილის ანსამბლთან ერთად) და სხვა. მ. დონაძე გადაღებულია კინოფილმებშიც: მასხარა ("რწყილი და ჭიანჭველა), ადგილკომის თავმჯდომარე ("თბილისი და თბილისელები"). გამოცემულია მისი საესტრადო სიმღერების ფირფიტა, აგრეთვე ფირფიტა ვ. დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტე", სადაც საქოს პარტიის შემსრულებელია. გასტროლებზე გამოდიოდა როგორც ყოფილი სსრკ-ს მრავალ ქალაქში, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებშიც: ფინეთში, შვედეთში, გერმანიასა და პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში, მონღოლეთსა და სხვა ქვეყნებში. არის საკავშირო ახალგაზრდული ფესტივალის (1961) ოქროს მედლის და მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალის - ვოკალისტთა კონკურსის (1962) დიდი ოქროს მედლის მფლობელი. ლირიული ბარიტონი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.481; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.205; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.71

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1997 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
    ზოგადსაგანმანათლებლო და მუსიკალურ სკოლებში ქართული კლასიკური და მსოფლიომუსიკალური კულტურის პროპაგანდისთვის
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1962 - მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალი - ვოკალისტთა კონკურსი
    დიდი ოქროს მედალი
  • 1961 - საკავშირო ახალგაზრდული ფესტივალი
    ოქროს მედალი

Share: